2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №299 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №299 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:
ა) პროგრამა „ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველ-ყოფა“, პროგრამული კოდი 06 01 01 (დანართი 1);
ბ) პროგრამა „მწვავე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა“, პროგრამული კოდი 06 01 11 (დანართი 11);
გ) პროგრამა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 06 01 12 (დანართი 12);
დ) პროგრამა „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფა“ პრო-გრამული კოდი 06 02 01 (დანართი 13);
ე) პროგრამა „ვეტერანებისა, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა“ პროგრამული კოდი 06 02 04 (დანართი 16);
ვ) პროგრამა „საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობაზე შეღავათებით უზრუნველყოფა“, პროგრამული კოდი 06 02 10 (დანართი 22);
ზ) პროგრამა „გაზიფიკაციის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა“, პროგრამული კოდი 06 02 11 (დანართი 23);
თ) პროგრამა „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში პროექტის თანადაფინანსება“, პროგრამული კოდი 06 02 15 (დანართი 24).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი