2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #297 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:
ა) პროგრამა „გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა“, პროგრამული კოდი 03 01 01(დანართი 1);
ბ) პროგრამა ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვა და ექსპლოატაცია“, პროგრამული კოდი 03 01 02 (დანართი 2);
გ) პროგრამა „სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“, პროგრამული კოდი 03 02 01 (დანართი 3);
დ) პროგრამა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება“, პროგრამული კოდი 03 02 04 (დანართი 4);
ე) პროგრამა „ქალაქის დასუფთავება“, პროგრამული კოდი 03 02 05 (დანართი 5);
ვ) პროგრამა „გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“, პროგრამული კოდი 03 02 07 (დანართი 7);
ზ) პროგრამა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი 03 02 08 (დანართი 8);
თ) პროგრამა „ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 03 03 04 (დანართი 10);
ი) პროგრამა „ქალაქის გაფორმება“, პროგრამული კოდი 03 03 05 (დანართი 11);
კ) პროგრამა „ქალაქის გამწვანების ღონისძიებები“ პროგრამული კოდი 03 03 07 (დანართი 13);
ლ) პროგრამა „სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 05 01 04 (დანართი 17);
მ) პროგრამა „წყლის სისტემების რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 03 02 02 (დანართი 18).
ნ) პროგრამა „საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია“ პროგრამული კოდი 03 02 03 (დანართი 19);
ო) პროგრამა „პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა“, პროგრამული კოდი 03 03 06 (დანართი 20);
პ) პროგრამა „ნაპირგამაგრებითი სამუშაოები“, პროგრამული კოდი 03 01 04 (დანართი 21);
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი