2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #296 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #296 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:
ა) პროგრამა „ქალაქის დაგეგმარება“, პროგრამული კოდი 03 03 02 (დანართი 3);
ბ) პროგრამა „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა“, პროგრამული კოდი 03 03 03 (დანართი 4).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი