2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
მოქალაქე სოლომონ ფუტკარაძის განცხადებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტის შესახებ
აღინიშნოს რომ მოქალაქე სოლომონ ფუტკარაძემ არაერთი განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის თვითმმართველობას და მოითხოვა ქ. ბათუმში რურუას ქუჩა #13-ის მიმდებარედ 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელსაც იგი სარგებლობს 1996 წლიდან და რომელზეც მისივე სახსრებით აშენებული აქვს კაპიტალური არასაცხოვრებელი ფართი. პირველი განცხადება მან წარმოადგინა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოქმედებისთანავე, 2007 წელს, რომელზეც მას გაურკვეველი მიზეზით ეთქვა უარი. შემდგომში დასახელებული მიწის ნაკვეთი მერიამ აღრიცხა მის საკუთრებაში. გასულ წელს სოლომონ ფუტკარაძემ კვლავ მიმართა თვითმმართველობას და მოითხოვა ზედდების მოხსნა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნულ საკითხზე აღიარების კომისიის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ აღიარების საკითხის განხილვა შესაძლებელია ქ. ბათუმის მერიის მიერ ზედდების მოხსნის შემდეგ, ხოლო მერიის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ ჯერ უნდა მოხდეს საკუთრების უფლების აღიარება და რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ზედდების მოხსნა. შესაბამისად საკითხი გადადის მერიიდან კომისიაში და კომისიიდან მერიაში, ისე რომ ერთ წელზე მეტია არ მიღებულა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება.
მაშინ როდესაც სოლომონ ფუტკარაძემ წარმოადგინა პირველი განცხადება (2007 წელს) აღნიშნული ნაკვეთი იყო თავისუფალ მდგომარეობაში, რის გამოც მას ჰქონდა სრული უფლება და უპირატესობა, რომ აღიარების გზით საკუთრებაში მიეღო ეს მიწის ნაკვეთი, მაგრამ ეს უფლება და უპირატესობა სოლომონ ფუტკარაძეს წაერთვა სწორედ იმ მიზეზით რომ განცხადების წარმოდგენიდან რამდენიმე თვეში ქ. ბათუმის მერიამ მის სახელზე აღრიცხა აღნიშნული ნაკვეთი. საკუთრების უფლების აღაირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას თუ იგი აღიარების მოთხოვნის მომენტში სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. დასახელებული მიწის ნაკვეთი მოთხოვნის მომენტში არათუ განკარგული არამედ რეგისტრირებულიც არ იყო, ამდენად განმცხადებლის მოთხოვნა სამართლებრივად სწორი და საფუძვლიანია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს იგი. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში აღაირებულია არაერთი მიწის ნაკვეთი.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის მერიამ უზრუნველყოს სოლომონ ფუტკარაძის მფლობელობაში არსებულ ქ. ბათუმში, რურუას ქუჩა #13-ის მიმდებარედ 100 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე (თანახმად თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა) ზედდების მოხსნა და ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია.
2. ეთხოვოს ქ. ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. ბათუმის მერიის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზედდების მოხსნის შემდეგ ქ. ბათუმში რურუას ქუჩა #13-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობის აღიარებასთან დაკავშირებით სოლომონ ფუტკარაძის განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი