ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 29
თარიღი: 2014-02-13
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ბათუმის სცენის“ ლიკვიდაციის პროცესის (წარმოების) დაწყების შესახებ

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

1. დაწყებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ბათუმის სცენის“ (ს/კ: 445406007) ლიკვიდაციის პროცესი (წარმოება) 2014 წლის 14 თებერვლიდან.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ბათუმის სცენის“ დირექტორმა (ნ. ხრიკულმა) უზრუნველყოს:

 ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ბათუმის სცენის“ (ს/კ: 445406007) თანამშრომელთა განთავისუფლება 2014 წლის 1 მარტიდან;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ბათუმის სცენის“ (ს/კ: 445406007) ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ბათუმის სცენის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - ,,ბათუმის კულტურის ცენტრს“ (ს/კ: 245612109).

4. ქ. ბათუმის მერიას  დაევალოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ბათუმის სცენის“  დირექტორისათვის ხელშეწყობა ამ განკარგულებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ბათუმის სცენის“  ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე - ,,ბათუმის კულტურის ცენტრზე“ (ს/კ: 245612109) გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელება. 

5. საკრებულოს აპარატმა (წარმომადგენელი - სულიკო შვენთიძე, პირადი N61005000222) უზრუნველყოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციუ­ლი) იურიდიული პირების რეესტრში წინამდებარე განკარგუ­ლების რეგისტრაცია.

6.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

   

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები