ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 28
თარიღი: 2014-02-13
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურისცენტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის  N 250 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

 

  1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის N250 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ განკარგულებით დამტკიცებული წესდება ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

  2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 

 

„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის

საკრებულოს განკარგულება

2014 წლის 13 თებერვალი  №28

 

 

   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირის _ ,,ბათუმის კულტურის ცენტრის“

         წ ე ს დ ე ბ ა

 

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. სახელწოდება და იურიდიული მისამართი

 

1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ ,,ბათუმის კულტურის ცენტრი“ არისარასამეწარმეო (არაკო­­მერ­ციუ­ლი) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის,„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „ადგილობრივი თვითმ­მართველობის შესახებ“ საქართველოსორგანული კანონის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონების, თვითმმართველი ქ. ბათუმის სამართლებრივიაქტების და ამ წესდების შესაბამისად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ ბათუმის კულტურის ცენტრი“ თავისი მიზნებიდან გამომდი­ნარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მისფარგლებს გარეთ.

1.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ ,,ბათუმის კულტურის ცენტრი“ წარმოშობილადითვლება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და წყდებალიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა: ,,ბათუმის კულტურის ცენტრი“.

1.4. სამართებლივი ფორმა _ იურიდიული პირი.

1.5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ,,ბათუმის კულტურის ცენტრის“ იურიდიულიმისამართია: საქართველო ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ.1/ რუსთაველისქ.53. ელექტრონული მისამართია: Batumiskulturiscentri@gmail.com

 

მუხლი 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _,,ბათუმის კულტურის ცენტრის“ სტატუსი

 

2.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. პასუხისმგებლობაშემოიფარგლება მისი ქონებით.

2.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ბათუმის კულტურის ცენტრი“ უფლებამოსილიაეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ცენტრისმიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ხელმძღვანელობისა დაწარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

2.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საკუთრებაშიარსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ცენტრის საქმიანობას, მის ორგანიზაციულგანვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

2.4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“დირექტორია ნათია სურგულაძე (დაბ. 29.09.1961წ. დაბადების ადგილი: ბათუმი, მცხ: ქ. ბათუმი, გ. ბრწყინვალეს ქ. #57, პირადობის მოწმობის  №დ 1417203; პირ: №01018000092;  გაც.: სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 12.07.2011წ,  მოქმედების ვადა: 12.07.2021წ).        

2.5. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს _ „ბათუმის კულტურის ცენტრს“ გააჩნიადამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო საბანკო და სახაზინო ანგარიშები, საკუთარიემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

2.6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ბათუმის კულტურის ცენტრი“ კანონმდებლობითა და ამ წესდებით უფლებამოსილია შეიძინოს ქონებრივი უფლებები, ჩაატაროსტენდერები, დადოს ხელშეკრულებები, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნის თანახმად, ფლობდეს, ისარგებლოს დაგანკარგოს მისი აქტივები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე არბიტრაჟში, სასამართლოში, ასევე მესამე პირთანურთიერთობაში.

2.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ბათუმის კულტურის ცენტრი“  შექმნილიაგანუსაზღვრელი ვადით.

2.8. კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირი _ „ბათუმის კულტურის ცენტრი“  ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელიათვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს წინაშე.

 

მუხლი 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მიზნები და ამოცანები

3.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  ძირითადიმიზანია _ ქართული ხალხური შემოქმედების, ფოლკლორის, კლასიკური, საორკესტრო, საგუნდო და თანამე­დროვესაესტრადო   მუსიკის პოპულარი-ზაცია – განვითარება. ამ მიზნით:

ა) კულტურის და ხელოვნების ცენტრში ღონისძიებებისა და კულტურული პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება დაგანხორციელება;

ბ) ბათუმის ტერიტორიაზე კულტურულ სფეროში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა;

გ) კონკურსების და ფესტივალების ჩატარება; გამოფენების, პრეზენტაციების მოწყობა;

დ) ნიჭიერი შემოქმედებითი ახალგაზრდობის გამოვლენა, ხელშეწყობა და წახალისება, სტუდიური მუშაობის ორგანიზება;             

ე) მოსახლეობის ფართო ფენების კულტურული მომსახურება; საანგარიშო კონცერ­ტების, კარნავალების, მარშების,შოუ-პროგრამების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია საკონცერტო მოედნებზე.

ვ) ღვაწლმოსილ მუშაკთა საიუბილეო და შემოქმედებითი საღამოების, ჩატარება, წახალისების სხვადასხვა ფორმებზეწარდგენა შესაბამის ზემდგომ ორგანოებში.                   

ზ) საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის გაღრმავება, გაცვლითიღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.                                                                     

3.2. კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა მოვლა-პოპულარიზაცია;  (სამუზეუმო, ფოტო და ვიდეო მასალებისმოძიება და კლასიფიკაციაში მოყვანა). ჩატარებული მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის ამსახველი ფოტო,ვიდეო-აუდიო მასალის გადა­ღება და გამოფენების მოწყობა.

3.3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ან საზოგადოების მიერ შეძენილი ტექნიკური საშუალებების მართვა;

3.4 თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისათვის შესაბამისი სასცენო მომსახურების გაწევა;

3.5. ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამაში აქტიური მონაწილეობა.თითოეული სათვისტომოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ქალაქის კულტურულცხოვრებაში მონაწილეობის გააქტიურება;

3.6. ეროვნული უმცირესობის მოტივაციის ამაღლება ქართული ენის _ როგორც სახელმწიფო ენის შესწავლისაუცილებლობაზე და ქართული ენის შემსწავლელი კურსების ამოქმედება.

3.7. სხვადასხვა ენების შემსწავლელი კურსების მოთხოვნისამებრ ამოქმედება _ ეთნიკური უმცირესობებისცნობილ და წარმატებულ წარმომადგენელთა ღვაწლის ასახვა მედია  საშუალებებში.

3.8. ხელის შეწყობა ეთნიკურ უმცირესობათა იმ წარმომადგენლების წარმოჩენაში, რომ­­ლებიც საქართველოშიდაიბადნენ და საზღვარგარეთ ცხოვრებისას მიაღწიეს  წარმატებებს.

3.9. მცირე ინიციატივების საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა.

3.10. მატერიალური და ფინანსური ხელშეწყობა, ჯანმრთელობის ხელშემწყობი და   სხვა სოციალური პროგრამებისმუშაობა;

 

მუხლი 4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მართვა

4.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრს“ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ერთპიროვნულად ეკისრება -არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

4.2. დირექტორი:

ა) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილებისფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანე­ლობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _„ბათუმის კულტურის ცენტრის“  საქმიანობას,  მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამეპირთან ურთიერთობაში;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობიდანგამომდინარე საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს ერთპიროვნულად;

გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ წესდებისა და არასამეწარმეო (არაკომერ-ციული) იურიდიული პირის_ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  საქმიანობის მომწესრი-გებელი სამართლებლივი აქტების, აგრეთვე, მათსაფუძველზე მერიის და საკრებულოს დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;

დ) პერსონალურად პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობის სწორად წარმართვაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა დაგამოყენებაზე;

ე) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს სამართლებრივ აქტებს _ ბრძანებებს, რომელთაშესრულება სავალდებულოა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  ყველა თანამშრომლისათვის, ხელს აწერს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _„ბათუმის კულტურის ცენტრის“  საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;

ვ)უფლებამოსილია დასახული მიზნების მისაღწევად დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებითვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად;

ზ) უფლებამოსილია შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების თანა-მდებობრივი სარგოებიგანსაზღვროს დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესაბამისად;

თ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს (დებს ხელშეკრულებებს) დათანამდებობიდან ათავისუფლებს არასამეწარმეო (არაკომერ-ციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  თანამშრომლებს;

ი) ანაწილებს ფუნქციებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისადახორციელებს სამსახუ-რებრივ ზედამხედველობას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _„ბათუმის კულტურის ცენტრის“  თანამშრომლების საქმიანობაზე, მართავს თათბირებს, პერიოდულად ისმენსანგარიშებს თანამშრომელთა საქმიანობის შედეგების თაობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირის _,,ბათუმის კულტურის ცენტრის“ სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  თანამშრომლებსა და მესამე პირებზე;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია არასამეწარმეო (არა-კომერციული) იურიდიულიპირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინარულიპასუხისმგებლობის ზომები;

ლ) განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ხარჯთაღრიცხვას მერიასთან შეთანხმებით;

მ) ადგენს და ქალაქ ბათუმის მერიას დასამტკიცებლად წარუდგენს არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის _,,ბათუმის კულტურის ცენტრის“  ბალანსს;

ნ) ამტკიცებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს;

ო) ატარებს სათანადო ღონისძიებებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, თანამშრომელთათვის აუცილებელი პირობებისშექმნის მიზნით;

პ) თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოსა და ქალაქ ბათუმის მერიას წელიწადში ერთხელ წარუდგენსარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ანგარიშს გაწეულისაქმიანობის შესახებ;

ჟ) ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მერიის წინაშე;

რ) ქალაქ ბათუმის მერიას დასამტკიცებლად წარუდგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტს,წინადადებებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ თვითმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს სხდომაზეგანსახილველად;

ს) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ წესდებით და მათ შესაბამისად ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მინიჭებულ სხვაუფლებამოსილებებს.

ტ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობასთანდაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციებისმომზადების მიზნით უფლებამოსილია ბრძანებით შექმნას სათათბირო ჯგუფები, კომისიები და უხელმძღვანელოს მას.

უ) შეიმუშავებს და ამტკიცებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  შინაგანაწესს.

ფ) უფლებამოსილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ სახელით გახსნას და დახუროს საბანკო ანგარიშები, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები(შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ქ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. დირექტორის მოადგილებიის ფუნქციები, უფლებამოსილებები და საკურატორო მიმართულებები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით. დირექტორის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ერთ–ერთი მოადგილე, რომელიც განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4.4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  მართვის ორგანოთა სისტემაში შედის ცალკეული მიმართულებების მენეჯერები და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელბსაც დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

4.5. მენეჯერების და სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  ფუნქციებიდან გამომდინარე განისაზღვრება დირექტორის სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.“.

თავი II სტრუქტურა

 

მუხლი 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“სტრუქტურის განსაზღვრა

5.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ სტრუქტურაში შეიძლება შედიოდეს ადმინისტრაცია, ბუღალტერისა და შესყიდვების განყოფილება, ტექნიკური განყოფილება, მეგობრობის სახლი, სახელოვნობო მომსახურების ჯგუფი შემოქმედებითი კოლექტივები:  ა) ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი; ბ) ვოკალური ანსამბლი; გ) კამერული ორკესტრი; დ) სასულეორკესტრი; ე) როკ-ანსამბლი „ბეთლემი“; ვ) ქალთა კამერული გუნდი; ზ) ქორეოგრაფიული სტუდია; ი) ჯაზ-ბიგ ბენდი; კ) კახაბრის კლუბი; ლ) ხალხური სიმღერის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი; მ) ჯგუფი „GEO PLANET“. სტრუქტურაში შეიძლება გათვალისწინებული იქნეს  სხვა ერთეულებიც.

5.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  სტრუქტურა განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

5.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები განისაზღვრება და მტკიცდება  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  დირექტორის ბრძანებით.

 

თავი III. ქონება და ფინანსები

მუხლი 6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  ქონება

6.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ბათუმის კულტურის ცენტრი“ ფლობს დაგანკარგავს ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მისთვის გადაცემულ ქონებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  საკუთრებასწარმოადგენს მისი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქონება, ასევე მისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება დაფულადი სახსრები.

6.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  დაფინანსებისწყარო შეიძლება იყოს:

ა) თვითმართველი ქალაქის _ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტებით მიღებული სახსრები;

გ) საქველმოქმედო სახსრები;

დ) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობით მიღებული სახსრები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროები.

 

  თავი IV. სახელმწიფო კონტროლი

 

 მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

7.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობისსახელმწიფო კონტროლი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი კანონმდებლობისშესაბამისად.

7.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“  საქმიანობისსახელმწიფო კონტროლს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია.

 

  თავი V. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 

 მუხლი 8. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაცია დალიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებ-ლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის პროცესიდაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

 

  თავი VI. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

 

მუხლი 9. წესდებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის წესი

წესდებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება ქალაქ ბათუმის მერიის წარდგინებითთვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები