ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 32
თარიღი: 2011-06-21
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №32
2011 წლის 21 ივნისი
ქალაქი ბათუმი


„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშებისდამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 
8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : 
1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №49, 14.04. 2009წ., გვ: 6-8) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმ-მართველი ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ან თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები, თანახმად დანართი 1 და                  2-სა;“;
ბ) დადგენილების 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-სა და დანართი 2-ის ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერია; „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიის“; „ქალაქ  ბათუმის მერია“; „ქბმ“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის თავში მითითებული სიტყვები „საჯარიმო ქვითარი“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი)“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის თავში მითითებული სიტყვები „საჯარიმო ქვითრის ყუა“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარ-ღვევის ოქმის) ყუა“; 
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3 და დანართი 4 ამოღებულ იქნეს.


2. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-სა და და დანართი 2-ის თავში (პირველ ხაზზე - მხოლობით ბრუნვაში),  შესავალში (იქ სადაც უნდა მიეთითოს ოქმის/საჯარიმო  ქვითრის შემდგენლის მონაცემები - მესამე პირში) და ბოლოში (სადაც მითითებულია დამკვეთი - მხოლობით ბრუნვაში) მიეთითოს შესაბამისი სამართალსუბიექტის (დაწესებულების, სამსახურის, იურიდიული პირის) სახელწოდება, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ოქმის/საჯარიმო ქვითრის დამამზადებელ პოლიგრაფიულ საწარმოში სტამბური წესით, ისე ოქმის შემდგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.
3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში რომელიმე კონკრეტული სამსახურის ან დაწესებულებისათვის საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტით ოქმის ან/და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ნიმუშის  დამტკიცების შემთხვევაში ასეთი სამსახურის ან დაწესებულების მიერ გამოყენებაზე უპირატესობა მიენიჭოს ამ სამსახურის ან დაწესებულებისათვის დამტკიცებული ადმინისტრა¬ციუ¬ლი სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ნიმუშს.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.




საკრებულოს თავმჯდომარე                                                              გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები