ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1
თარიღი: 2013-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

           

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #296 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #296 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულებას დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი – პროგრამა „ციტრუსის ნაყოფის რეალიზაციის ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი 07 01 (დანართი 7);

ბ) ამოღებულ იქნეს განკარგულების „ვ“ ქვეპუნქტი – პროგრამა „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი 05 02 07 (დანართი 6).

 გ) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:

გ.ა) პროგრამა „ქალაქის დაგეგმარება“, პროგრამული კოდი 03 03 02 (დანართი 3);

გ.ბ) პროგრამა „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა“ პროგრამული კოდი 03 03 03 (დანართი 4);

 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

                საკრებულოს თავმჯდომარ                                                                                      გიორგი კირთაძე

 

 

იხილეთ ბმულები:
ქალაქის დაგეგმარების დანართი
საკომპენსაციო თანხები
ციტრუსის ნაყოფის რეალიზაციის ხელშეწყობა

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები