ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 15
თარიღი: 2021-04-27
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №15
2021 წლის 27 აპრილი
ქალაქი ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016155) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-4 და „41“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკომეტრებით აღჭურ¬ვილი პარკირების საერთო ადგილებით (გარდა ამ დადგენილების 41 პუნქტისა) სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
ბ) 2 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი;
გ) ყოველი შემდეგი 01 (ერთი) საათი – 1 (ერთი) ლარი.
41. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოედანი, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ არსებული პარკირების სადგომი, რესტორანი „სანაპირო“-ს მიმდებარედ არსებული პარკირების სადგომი, საზღვაო აკადემიის მიმდებარედ არსებული პარკირების სადგომი, ლეხ და მარია კაჩინსკების პარკის მიმდებარედ არსებული პარკირების სადგომი, სტეფანე ზუბალაშვილის №34-ში არსებული სკვერის მიმდებარედ არსებული პარკირების სადგომი და პარმენ რურუას №10-ში არსებული პარკირების სადგომი (დანართი №2-№7-ს შესაბამისად) განისაზღვროს პარკომეტრით აღჭურვილ პარკირების საერთო ადგილად და დადგინდეს პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) 1 (ერთი) საათი – 1 (ერთი) ლარი;
ბ) ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი – 1 (ერთი) ლარი.“.
2. დადგენილებას დანართის სახით დაემატოს ამ დადგენილებაზე თანდართული დანართი №2-№7.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

დანართი 4

დანართი 5

დანართი 6

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები