ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 61
თარიღი: 2020-12-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N61

 

 

„მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 სექტემბრის N73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო­დექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 სექტემბრის N73 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების „ბ1“ ქვე­პუნქტით განსაზღვრული დანართი შეიცვალოს და ჩამოყა­ლიბდეს ამ განკარგულებაზე თანდართული რედაქციით.

ბ) განკარგულების პირველ პუნქტს „ბ1“ ქვე­პუნქტის შემდგომ დაემატოს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვე­პუნქტი:

„ბ2) შერჩეული ოჯახებისათვის ბინების გადაცემა მოხდეს შემდეგი წესით: 1 და 2 სუ­ლია­ნი ოჯახისათვის ერთ ოთახიანი ბინა, 3 და 4 სუ­ლია­ნი ოჯახისათვის ორ ოთახიანი ბინა, ხოლო 5 და მეტსულიანი ოჯახისათვის სამ ოთახიანი ბინა. შერჩეულ ოჯახს ხელ­მისაწვდომი საცხოვრისი გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი სხვა კრიტერიუმენთან ერთად აკმაყოფილებს კონკრე­ტუ­ლი ბინისათვის ყოველ­თ­ვიური შენა­ტა­­ნის კუთხით დადგენილ კრიტერიუმს. ოჯახს შე­საძ­ლებელია გადაეცეს სხვა სულადობისათვის განსაზღვრული ბინა იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის საბოლოო განაწილების შედეგად დარჩება გაუნაწილე­ბე­ლი ბინა და ოჯახი სრუ­ლად აკმაყოფილებს სხვა სულადობისათვის განსაზღვრულ დადგენილ მოთხოვნებს/კრიტერიუ­მებს, გარდა ოჯახების სულადობისა.“.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნო­ბიდან ერთი თვის ვადაში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულო სთავმჯდომარე                                                                              სულიკო თებიძე

 

 

დანართი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები