ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა (საკრებულოს სხდომა (შეკრება) ჩატარდება 2022 წლის 12 აპრილს, დღის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №38
2020 წლის 27 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №49, 14.04. 2009წ., გვ: 6-8) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №6 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე