მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ და „საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა“ ფარგლებში პროექტების დაფინანსებისა და ანგარიშგების პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდა-ჭერა“ და „საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა“ ფარგლებში პროექტების დაფინანსებისა და ანგარიშგების პირობების შესახებ დებულება“ (დანართი 1);
ბ) პროგრამული და ფინანსური ანგარიში (დანართი 2; დანართი 3);
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილები:



ისტორია























