2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №30
30/10/2019
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ ნებართვის მაძიებლებზე სამარშრუტო ხაზების მიხედვით ნებართვის გაცემის და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კო-დექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის პირველი პუნქტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის მე-12 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპა¬ლი-ტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის ჩატარებისათვის შექმნილი კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N4, ასევე N30 და N56 სამარშრუტო ხაზებზე ჩატარებული განმეორებითი კონკურსის 2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N6, თანდართული დანართით.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულა¬რული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგების საფუძველზე, სამარშრუტო ხაზების მიხედვით გამარჯვებულად გამოცხადდეს შემდეგი ნებართვის მაძიებლები:
ა) შპს „ჯორჯია ტრანსი“ - ს/კ 445409932
სამარშრუტო ხაზი N23
სამარშრუტო ხაზი N24
სამარშრუტო ხაზი N25
სამარშრუტო ხაზი N44
სამარშრუტო ხაზი N45
სამარშრუტო ხაზი N46
ბ) შპს „ავტო ტრანსი“ - ს/კ 445538133
სამარშრუტო ხაზი N32
სამარშრუტო ხაზი N52
გ) შპს „მწვანე შუქი“ - ს/კ 245525383
სამარშრუტო ხაზი N27
სამარშრუტო ხაზი N28
სამარშრუტო ხაზი N29
დ) შპს „ავტომობილისტი 42“ - ს/კ 445497677
სამარშრუტო ხაზი N42
სამარშრუტო ხაზი N47
ე) შპს „აჭარტრანსრეგულირება“ - ს/კ 248431889
სამარშრუტო ხაზი N20
სამარშრუტო ხაზი N21
სამარშრუტო ხაზი N31
სამარშრუტო ხაზი N33
სამარშრუტო ხაზი N34
სამარშრუტო ხაზი N36
სამარშრუტო ხაზი N39
სამარშრუტო ხაზი N40
სამარშრუტო ხაზი N49
სამარშრუტო ხაზი N56
ვ) სპს „ირაკლი ჩავლეიშვილი“ - ს/კ 248383912
სამარშრუტო ხაზი N30
3. განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გამარჯვებულ ნებართვის მაძიებლებზე: შპს „ჯორჯია ტრანსი“ (ს/კ 445409932), შპს „ავტო ტრანსი“ (ს/კ 445538133), შპს „მწვანე შუქი“ (ს/კ 245525383), შპს „ავტომობილისტი 42“ (ს/კ 445497677), შპს „აჭარტრანსრეგულირება“ (ს/კ 248431889) და სპს „ირაკლი ჩავლეიშვილი“ (ს/კ 248383912) სამარშრუტო ხაზების მიხედვით გაიცეს ნებართვა და გაფორმდეს ხელშეკრულება.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: