2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №71
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს 100 %-ანი წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს 100 %-ანი წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთ¬რებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №41 განკარგულებაში შეტანილ იქნას ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული წილის საკუთრებაში გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს საკუთრებაში გადაცემული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის „შპს „ლამინი“-სათვის (ს/კ 445533469) 49 წლის ვადით მართვის უფლებით, ხოლო აღნიშნული საზოგადოების კაპიტალიდან გამოტანილი, ქალაქ ბათუმში, დასახლება ანგისაში მდებარე 72626,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული 2889,7 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობებიდან (ს/კ 05.32.02.135) 58613,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (თანდართული აზომვითი და სიტუაციური ნახაზის მიხედვით) პირდაპირი განკარგვის წესით, 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემა, შემდეგი პირობებით:
- წილის მართვისა და სარგებლობის მთელი პერიოდის (49 წელი) განმავლობაში ყოველწლიურად გადაიხადოს წილის მართვის/სარგებლობის საფასური 100 000 ლარის ოდენობით;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში 38 თვის ვადით წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში განვითარების კონცეფციის შემუშავება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო¬სათ¬ვის შესათანხმებლად წარდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
- ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას (არანაკლებ 1200 კვ. მეტრი), სადაც განთავსდება საცხოვრებელი ფართი არანაკლებ 40 ბავშვზე, თეორიული მეცადინეობისათვის საჭირო ფართი და ტექნიკური აღჭურვილობა, მწვრთნელებისათვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართები, კვების ბლოკი, სამედიცინო მომსახურების ბლოკი, საკონფერენციო დარბაზი და სავარჯიშო დარბაზი;
- ბავშვთა გუნდისათვის დამხმარე ფართს (არანაკლებ 240 კვ.მეტრი), სადაც განთავსდება გასახდელები, სანიტარული კვანძი, მოსასვენებელი ფართი, მწვრთნელებისათვის სამუშაო ფართი;
- საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმი“-სათვის შენობას (არანაკლებ 1250 კვ.მეტრი), სადაც განთავსდება ფეხბურთელთა საცხოვრებელი ფართი, კვების ბლოკი, სამედიცინო მომსახურების ბლოკი, სარეაბილიტაციო ცენტრი, თეორიული მეცადინეობისათვის საჭირო ფართი და ტექნიკური აღჭურვილობა, მწვრთნელებისათვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართები, საკონფერენციო დარბაზი და სავარჯიშო დარბაზი;
- საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტს და მოსაცდელ დარბაზს (არანაკლებ 240 კვ.მეტრი);
- შესაბამის ინფრასტრუქტურას - ღობეებს, განათების, წყალგაყვანილობისა და საკანალი¬ზაციო სისტემებს;
- ორი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანს:
• ერთ ბალახის საფარიან მოედანს არანაკლებ 6825 კვ.მეტრი ფართის (105×65);
• ერთ ხელოვნურ საფარიან მოედანს არანაკლებ 6825 კვ.მეტრი ფართის (105×65);
• ორ საბავშვო ხელოვნურსაფარიან მინი მოედანს, თითოეული არანაკლებ 1800 კვ.მეტრი (60×30);
• ღია ტიპის აუზს (25×9×1,5);
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განვითარების გენერალური გეგმის (გრგ) შემუშავება.
- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში უზრუნველყოს საპროექტო ობიექტების ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტების გაბარიტები, ასევე მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტების დასმის გეგმა) მომზადება და შესათანხმებლად მესაკუთრისათვის წარდგენა;
- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყოს შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის აღება;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) თვის ვადაში უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის დაწყება;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) თვის ვადაში უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში უზრუნველყოს ბავშვთა სავარჯიშო მოედნების მოწყობა/მშენებლობის დასრულება და ამოქმედება;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 28 (ოცდარვა) თვის ვადაში უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის დასრულება და ამოქმედება;
- სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება თანამშრომელთა გასამრჯელოების, ეკიპირების, მივლინებების, შეკრებების, ფეხბურთელთა მკურნალობის, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ევროტურნირებზე პროფესიული გუნდის მონაწილეობის, ამხანაგური თამაშებისა და სხვა საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნით;
- უზრუნველყოს ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის პროფილის შენარჩუნება მუდმივად, წილის მართვისა და მთელი სარგებლობის პერიოდით და მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ან/და ფიფა-ს/უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება;
- უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბის მუდმივად უეფა-ს და ეროვნული საკლუბო ლიცენზირების დებულებებისა და სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირება. კლუბი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ჩემპიონატებში;
- ყოველწლიურად უზრუნველყოს მესაკუთრისათვის ფინანსური ანგარიშგების და ვალ¬დე¬ბულებების შესრულების შესახებ აუდიტორული დასკვნების წარმოდგენა. დასკვნა გაცემული უნდა იყოს აუდიტორი/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი;
- სულ პროექტისათვის განახორციელოს არანაკლებ 9 (ცხრა) მილიონი ლარის ინვესტიცია (არ იგულისხმება საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება).
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - საკუთრებაში გადაცემულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე და უძრავ ქონებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ არ მოხდება საკუთრებაში გადაცემული არამატერიალურ ქონებრივი სიკეთის „შპს „ლამინი“-სათვის (ს/კ 445533469) 49 წლის ვადით მართვის უფლებით, ხოლო აღნიშნული საზოგადოების კაპიტალიდან გამოტანილი, ქალაქ ბათუმში, დასახლება ანგისაში მდებარე 72626,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული 2889,7 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობებიდან (ს/კ 05.32.02.135) 58613,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (თანდართული აზომვითი და სიტუაციური ნახაზის მიხედ¬ვით) პირდაპირი განკარგვის წესით, 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემა წინამდებარე განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ასახული პირობებით.
გ) უძრავი ქონების დარჩენილი ნაწილი, კერძოდ 14013,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (თანდართული აზომვითი და სიტუაციური ნახაზების მიხედვით), გადაეცეს (დაუბრუნდეს) ქალაქ ბა¬თუმის მუნიციპალიტეტს.
სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.“.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: