2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის #325 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის #325 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებულ:
ა) დანართი 1 – პროგრამა “სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია“, თანხაზე 4 049 400,00 ლარი;
ბ) დანართი 2 – პროგრამა “წყლის სისტემების რეაბილიტაცია“, თანხაზე 421 000,00 ლარი;
2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის #7 დადგენილების ამოქმედების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე