2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მდებარე 947 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.24.05.089). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2012 წლის 03 თებერვლის №01-10/607 წერილით ითხოვს აღნიშნული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსაყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემას, რათა განხორციელდეს მისი პრივატიზება.
გარდა აღნიშნულისა, ქ. ბათუმის მერიის მიერ განხორციელდა ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქ./ლ. ასათიანის ქ. №31/56-58-ში მდებარე (ყოფილი საკონდიტრო ფაბრიკის შენობა), თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებულ 1625,38 კვმ. შენობა-ნაგებობაში თვითნებურად დაკავებული არასაცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლება, სადაც სხვადასხვა პირებს მოწყობილი ჰქონდათ კომერციული ობიექტები და ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. შენობის მთლიანად გამოთავისუფლების მიზნით, შენობიდან ასევე გამოსახლებული იქნა თვითნებურად შესახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქ. ლარისა მესხიძის ოჯახი, ორი წევრის შემადგენლობით და იგი შესახლებული იქნა ქ. ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. #34-ში მდებარე, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ 34,93 კვ.მ. ფართში (მიწის (უძრავი ქონები) საკადასტრო კოდი #05.01.34.002.01.500).
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო მიზანშეწონილად მიიჩნევს თვითმ-მართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მდებარე 947 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.24.05.089) უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისათვის გადაცემას, რაც ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთის ეფექტურ პრივატიზებას და თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. #34-ში მდებარე 34,93 კვ.მ. ფართის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემას, იმ მიზნით, რომ ხსენებული უძრავი ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცეს მოქ. ლარისა მესხიძის ოჯახს.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მდებარე 947 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.24.05.089).
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად განკარგვისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. №34-ში მდებარე 34.93 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, თანასაკუთრებაში არსებული 327,00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.01.34.002.01.500).
3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე წინამდებარე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად მოქ. ლარისა მესხიძის ოჯახსათვის განკარგვა;
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ იგი არ მოახდენს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით განკარგვას. სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება თვითმმართველ ქ. ბათუმს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ქონების კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
4. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (ვ. ბოლქვაძე), უზრუნველყოს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონებების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონებების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.
5. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქ. ბათუმის მერია.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე