2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №74 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს:
ა) ქვეპროგრამის „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დებულება“ (დანართი 1);
ბ) განაცხადისა და აპლიკაციის თანდართული ფორმა (დანართი 2);
გ) პროგრამული და ფინანსური ანგარიშის ფორმა (დანართი 3).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: