2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის „ახალგაზრდული ცენტრი“, ღონისძიების „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა" ფარგლებში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №74 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს:
ა) „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის „ახალგაზრდული ცენტრი“, ღონისძიების „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ“, თანდართული დებულება (დანართი 1).
ბ) განაცხადისა და აპლიკაციის თანდართული ფორმა (დანართი 2).
გ) პროგრამული და ფინანსური ანგარიშის ფორმა (დანართი 3).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: