ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გამოფენა სახელწოდებით - „წარსულიდან დღემდე“
10 დეკემბერი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს ქ. ბათუმის N3-ე საჯარო სკოლაში გამართულ გამოფენას სახელწოდებით „წარსულიდან დღემდე“ დაესწრო.

პროექტი ,, არტ თერაპია’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ხორციელდება, რომელშიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არიან ჩართული და ისინი სხვადასხვა კლასებში, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მათთვის შედგენილი ინდივიდუალური პროგრამით სწავლობენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბენეფიციარებსა და პროექტის ავტორებს აღნიშნული პროგრამის დანერგვაში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზაციას, უნარების განვითარებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას.
ღონისძიებას, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს , ასევე რესურსცენტრისა და სოცილური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2332
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები