2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
სკოლა „თამარისის“ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო წევრებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
„ბულინგი სკოლაში“ ეს იყო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ ვის უნდა დაუკავშირდნენ კონკრეტული ინციდენტის შემთხვევაში და რამდენად იქნება მათი კონფიდენციალურობა დაცული, ახალგაზრდებმა შეხვედრაზე ბულინგის კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანეს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა არჩილ მამულაძემ და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა თეა ჯანჯღავამ საზოგადოებას საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე ბულინგისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული ის ღონისძიებები და სიახლეები გააცნეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაინერგა. მათი თქმით, ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდა, კერძოდ, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა გახდა დამამძიმებელი გარემოება და შესაბამისად სანქციაც უფრო გამკაცრდა.