ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა
04 დეკემბერი 2018
 

ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ბათუმის საკრებულოდან ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ხელმძღვანელობდა, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე იმყოფებოდა.
ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და დროშა ბათუმის მერსა და დელეგაციის წევრებს პირადად ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის ACES Europe-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ გადასცა.
ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებამდე, ACES Europe-ის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია ბათუმში იმყოფებოდნენ ქალაქში არსებული სპორტული ობიექტების დაათვალიერების, სპორტის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბათუმელი სპორტსმენების მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცნობის მიზნით.
ACES Europe-ის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული - ბათუმს, ევროპის სპორტის დედაქალაქის ტიტული კი ბუდაპეშტს მიენიჭა.
სტატუსის მინიჭების ცერემონიალს ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები, მალაგის, ლისაბონისა და ჰააგის დელეგაციები ესწრებოდნენ.
ACES Europe-ი ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსებს ანიჭებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3684
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები