2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების საქმიანობას, გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ სტატისტიკას, ასევე არსებულ პრობლემებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხო.
ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.