ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
30 ნოემბერი 2018
 

საკრებულოს ლუკა ასათიანის სხდომათა დარბაზში დღეს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.

საკრებულომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ ,საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ საკითხი განიხილა, რომელიც დაბა ჩაქვში მდებარე 7340 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.48.06.681) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს, შემდგომში მისი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემისა და იქ სასაფლაოების მოწყობის მიზნით.
საკრებულოს წევრებმა, დღესვე საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხა დაამტკიცეს და აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესი მიიღეს.
საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ წარმოებული სოციალური კამპანიის ფარგლებში დღეს საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და მოუწოდა კოლეგებს უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ კამპანიაში.
დღესვე ცვლილება შევიდა საკრებულოს რეგლამენტში, რომლის თანახმად გენდერული თანასწორობის საბჭოს შეეცვალა სახელი და ეწოდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, “ რომლის დებულებაც განისაზღვრა დადგენილებით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2917
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები