ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიება
24 ნოემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას დაესწრო. პროექტი ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და ტურისტული ზონის განვითარებას.
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შერაზადიშვილმა. გაიმართა კაფსულის სიმბოლური დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაც.
თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები. სასტუმროში ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას 70 მოქალაქე დასაქმდება.
ახალ საინვესტიციო პროექტს შპს "ელ & ერ კომპანი" საერთაშორისო სტანდარტების და გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით განახორციელებს.
შპს "ელ & ერ კომპანი" ჩეხურ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2545
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები