ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანდაცვის კომისიაში ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება
22 ნოემბერი 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის სხდომაზე ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით გასახორციელებელი პროგრამები და ქვეპროგრამები მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფო მიქელაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. 

პროექტის მიხედვით, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 16,056,5 ლარითაა გათვალისწინებული. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებზე გამოყოფილია 5,907,9 ლარი, სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამებზე - 9,370,6 ლარი, სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამებზე - 778,0 ლარი.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 154,361,6 ლარს შეადგენს.
კომისიის სხდომას, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ამავე კომისიის წევრი ნატალია ძიძიგური უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2529
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები