ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბავშვთა მსოფლიო დღე
20 ნოემბერი 2018
 

ბავშვთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძესთან ერთად 26-ე საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრის აღსაზრდელებს ეწვია და საჩუქრები გადასცა. ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. სკოლის სახელოსნოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებისთვის სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიის შესწავლა განახლებული მეთოდებით ხდება. ბავშვებმა დღეს ცენტრის სტუმრებთან ერთად რამდენიმე სამახსოვრო სუვენირი დაამზადეს. 

ბავშვთა მსოფლიო დღე 1989 წლიდან აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. კონვენცია შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2525
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები