2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ართმელაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდნენ.
გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქის ერთ-ერთ ტურისტულ ზონას წარმოადგენს და შესაბამისად, მოსახლეობის მოთხოვნაც, ძირითადად, ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ეხებოდა როგორიცაა: საავტომობილო გზების მოასფალტება, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება, ასევე, ფერდსამაგრი სამუშაოებისა და მიწის აღიარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობის მიერ დასმული პრობლემების გარკვეული ნაწილი გონივრულ ვადაში მოგვარდება, ნაწილის გადაწყვეტას კი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კონკრეტული პროგრამებითა და პროექტებით ეტაპობრივად უზრუნველყოფენ.