ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს
02 ნოემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა სირაბიძემ დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და ბრიტანეთის სამხედრო ატაშესთან საქართველოში დევიდ ეთელთან ერთად, ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე დაკრძალული ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ბრიტანეთის საელჩოსთან ბათუმის საკრებულოს თანამშრომლობა უკვე ხუთი წელია გრძელდება საქართველოში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავების აღმოჩენის, მათი საფლავების მოწესრიგებისა და მემორიალის გაკეთებასთან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს 153 ქვეყანაში მეთვალყურეობს პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპული მილიონ შვიდასი ათასი ჯარისკაცის საფლავს და მათ ხსოვნას პატივს ყოველწლიურად ნოემბერში მიაგებს. ფერიის სასაფლაოზე 69 ბრიტანელი ჯარისკაცის იდენტიფიცირება 2013 წელს მოხდა, რის შემდეგაც ბათუმში მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველწლიურად, ასევე, ნოემბერში იმართება. ბრიტანელი ჯარისკაცები ბათუმში 1918-1920 წლებში იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2609
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები