ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობებში
31 ოქტომბერი 2018
 
დღეს, საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას კალიფორნიის შტატის სენატის უმრავლესობის (დემოკრატების) მედია კონსულტანტი ბრაიან გრინი უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობებში სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებაზე, თვითმმართველობების მიერ ეფექტური კომუნიკაციის განხოციელების გზებზე და სტრატეგიული კომუნიკაციის ფორმებსა და სტანდარტებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სოციალური მედიის გამოწვევებზე.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, წევრები, ქალაქის ვიცე მერი, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მომუშავე საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2416
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები