ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომის გადაწყვეტილებები
31 ოქტომბერი 2018
 
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს აპარატის დებულებაში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საკრებულოს აპარატში ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება გაუქმდა. საკრებულოს აპარატის ხელახალი რეორგანიზაციის საჭიროება განპირობებული იყო შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციით იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტი არის ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და იგი უნდა იყოს რეგისტრირებული ერთ საგადასახადო სუბიექტად. ცვლილებების შემდეგ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი დარეგისტრირდება როგორც ერთი საგადახდო სუბიექტი, რომელსაც ექნება ერთი შესყიდვების გეგმა, ერთიანი სახელმწიფო შესყიდვები, ერთიანი საფინანსო ანგარიშსწორება და საგადასახადო ანგარიშება. აქამდე არსებული მდგომარეობით მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია ორი დამოუკიდებელი და განცალკევებული სუბიექტი იყო და შესაბამისად, ჰქონდათ განცალკევებული საფინანსო ანგარიშსწორება, საგადასახადო ანგარიშგება, სახელმწიფო შესყიდვები და ა.შ.
დებულებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად საკრებულოს აპარატში ოთხის ნაცვლად დარჩა სამი განყოფილება: იურიდიული განყოფილება, საქმისწარმოების განყოფილება და მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
რაც შეეხება განყოფილებაში დასაქმებულთა სტატუსსა და რაოდენობას, ამ მხრივ საკრებულოს აპარატში დარჩება ერთი მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, რომელსაც ფუნქციურად დაევალება საკრებულოს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება და მისი მერიაში წარდგენის ორგანიზება.
ცვლილება ახალი საბიუჯეტო წლიდან, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
დღესვე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქ. ბათუმში დ. თავდადებულის ქ.N-7/ რუსთველის ქ.N-17-ში მდებარე სახლზე ღვაწლმოსილი არქიტექტორის, ბოგდან კირაკოსიანის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფის განთავსების საკითხს.
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2429
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები