2025 წლის 30 მაისს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში
22 ოქტომბერი 2018
დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
სამსართულიანი შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი 245 აღსაზრდელზეა გათვლილი და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვებმა თავი დაცულად იგრძნონ და მშვიდი სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს.
მნახველთა რაოდენობა: 2875
ბმულები