ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერთეულში
22 ოქტომბერი 2018
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ნატალია ზოიძე, ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ. ორშაბათის ტრადიციულ შეხვდრას მერიის შესაბამისი სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ეზოების კეთილმოწყობის, სახურავების, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების და გარე განათების მონტაჟის, ასევე მრავალბინიან კორპუსებში წყალშემკრები და საწრეტი მილების შეკეთების საკითხი დაისვა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოსახლეობას ბაგრატიონის უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს და შეხვედრაზე დასმული საკითხების ეტაპობრივ მოგვარებას დაპირდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2373
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები