2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმში ,,ევროპის დღე 2018" აღინიშნა. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებოდ მოწყობილ „ევროსოფელში“ თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში გასართობი აქტივობებით ემოგზაურა ევროკავშირში, გასცნობოდა ევროკავშირის ისტორიას, ასევე გაეგო, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროპის დღე საღამოს, ღია ცის ქვეშ ნათია თოდუასა და „ვაკის პარკის“ კონცერტით დასრულდა.
ევროპის დღე ყოველ წელს აღინიშნება, წლევანდელი ღონისძიების თემა იყო - „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელი პირები - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.