2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე სასტუმრო „ეიფორიაში“ მერვე საერთაშორისო აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენას, „Agro Batumi 2018“-ის გახსნას დაესწრნენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგამოფენო კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით გამართული გამოფენა-გაყიდვა სტუმრებს 14 ოქტომბრამდე უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე 50-მდე კომპანიას საშუალება ექნება საკუთარი პროდუქცია ფართო მომხმარებელს გააცნოს და იმავდროულად რეკლამირებაც გაუწიოს. გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურებიც.
საერთაშორისო გამოფენაში წარმოდგენილია ნოვაციები აგრარული დარგის სხვადასხვა კუთხით, კერძოდ, მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მიმართულებებით. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სერტიფიკატებით.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, აჭარის მინისტრთა კაბინეტისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.