2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულო საზოგადოება „ბათომის“ წევრებს მოუწოდებს, ონლაინ პეტიციების ვებგვერდის - manifest.ge-ს ნაცვლად, პეტიცია ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებულ ოფიციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთოს, რათა მას იურიდიული ძალა მიეცეს.
საზოგადოება „ბათომის“ წევრებს შევახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულომ თვითმმართველ ქალაქებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დანერგა პეტიციის ელექტრონული სახით წარდგენის წესი და ამ პლატფორმის ( http://petition.lsg.ge/batumi/) არსებობის შესახებ ინფორმაცია არა ერთხელ გაჟღერდა როგორც მედიასაშუალებებში, ასევე, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ელექტრონული პეტიციის აპლიკაციის წარდგენის პრეზენტაცია ბათუმის საკრებულოში მიმდინარე წლის 20 ივლისს გაიმართა. პრეზენტაციაზე საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ აღნიშნა, რომ ბათუმის საკრებულოში ელექტრონული პეტიციების ამოქმედების თაობაზე პეტიცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში შევიდა: „განხილვის და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, საკუთარ ვებგვერდზე განათავსა შესაბამისი აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით ქალაქ ბათუმის ამომრჩევლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ ელექტრონული პეტიცია საკრებულოში და გააკეთონ მასზე ხელმოწერა“ (იხ: https://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=8&obj=898).
ხოლო ბათუმის საკრებულოში 27 ივლისს გამართულ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობა 0,5 პროცენტით განისაზღვრა, ნაცვლად მანამდე არსებული 1%-იანი რეგულაციისა (იხ: http://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=8&obj=902).
ამჟამად ბათუმის საკრებულოში ელექტრონული პეტიციის პლატფორმიდან შემოსული ერთი პეტიციაა რეგისტრირებული.