ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ღვაწლმოსილ პედაგოგებთან
08 ოქტომბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარემ სულიკო თებიძემ დღეს წარმატებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, მისალოცი ბარათები, თაიგულები და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა. საკრებულოს თავმჯდომარემ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და და მომავალი თაობის განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სორტის საკითხთა კომისიის თვმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი. რეგიონის მასშტაბით შერჩეულ 32 წარმატებულ მასწავლებელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯილდოს სახით 330 ლარი გადასცეს. 

შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2312
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები