ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები
02 ოქტომბერი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, დღეს ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს. კოლექტორის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურში მოიყრის თავს.
სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს ნინოშვილისა და ჯავახიშვილის სანიაღვრე კოლექტორებიდან სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის პრობლემას სრულად აღმოფხვრის.
ჯავახიშვილის ქუჩის კოლექტორის მშენებლობა 2019 წლის IV კვარტალში დასრულდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება - 3,6 მლნ ევროს შეადგენს.
ამ დროისთვის სანიაღვრე არხის მოწყობა დასრულებულია გიორგი ბრწყინვალესა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთში, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2525
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები