ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა
27 სექტემბერი 2018
 

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს გმირთა სკვერში საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებთან, ქალაქის მერთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღე.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის მიმდინარეობდა. სეპარატისტებს მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიცილურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის მებრძოლები.
ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას ათი ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. აფხაზეთიდან დევნილი სამასი ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2545
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები