ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა იწყება
14 სექტემბერი 2018
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან ერთად წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრნენ.

ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე იწყება წყლის ცენტრალური სისტემისა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ 8 000-მდე აბონენტის უწყვეტი წყალმომარაგება, 24 საათის განმავლობაში, საწნევო ტუმბოების გარეშე მოხდება. პირველ ეტაპზე, წყალმომარაგების ქსელის შექმნა განხორციელდება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1 მილიონ 700 ათას ლარს. მეორე ეტაპზე, პროექტს განახორციელებს ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 600 ათასი ლარია. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. პროექტი ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით 85 კილომეტრს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2689
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები