ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ხიმშიაშვილის უბნის მოსახლეობასთან
03 სექტემბერი 2018
 

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი პატარიძესთან ერთად, ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის საქალაქო სამსახურების მესვეურებიც.
მოქალაქეებმა ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე ეზოების კეთილმოწყობის, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები დაასახელეს. ასევე, ითხოვეს მუნიციპალური ავტობუსის მოძრაობის ინტერვალის შემცირება.
ლაშა კომახიძის განცხადებით, მოსახლეობის მიერ დასმული პრობლემები ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2581
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები