ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ბათუმობა - 2018“
01 სექტემბერი 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა „ბათუმობის“ დღესასწაული ქალაქის მოსახლეობას ევროპის მოედნიდან მიულოცეს. მოედანზე შეკრებილ საზოგადოებასა და ბათუმში სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულ სტუმრებს მიესალმა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.
ევროპის მოედანზე იმყოფებოდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო სამსახურების თანამშრომლები, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
„ბათუმობა 2018“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანსამბლის 25-ზე მეტი დრამერისა და მედოლის წარმოდგენა გაიმართა. აჟღერდა ბრაზილიური რითმები და თანამედროვე ორიგინალური კომპოზიციები.
ბათუმობის დღესასწაული ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაგრძელდება, სადაც მე-19 საუკუნის ბათუმი გაცოცხლდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3459
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები