ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა უკრაინის ქალაქ პეტრიკოვკის მერთან
31 აგვისტო 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ უკრაინის ქალაქ პეტრიკოვკის მერს ოლგა გავრილენკოს უმასპინძლეს. პერტიკოვკის მერი ბათუმს „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინელი ფერმწერების ოლეისა სტატივას, ირინა გრინკოსა და სვეტლანა ბილენკოს თანხლებით ეწვია. 

შეხვედრაზე ოლგა გავრილენკომ საკრებულოს თავმჯდომარესთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. უკრაინელმა ფერმწერებმა კი ყურადღება გაამახვილეს პეტრიკოვკის დეკორატიულ ფერწერაზე, რომელიც მათი ქალაქის სავიზიტო ბარათად ითვლება და იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.
უკრაინული დელეგაცია ბათუმში საქველმოქმედო ფონდ „ალილო 2015“-ის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის აჭარის არ სამმართველოს მხარდაჭერით „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩამოვიდა. უკრაინელმა ფერმწერებმა ბათუმში რამდენიმე ობიექტის კედელი პეტრიკოვკის დეკორატიული ფერწერის ნიმუშებით მოხატეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2578
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები