ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“
28 აგვისტო 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე შუახევის მუნიციპალიტეტში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალს „ჯვარიმინდორს“ დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და შუახევის საპატიო მოქალაქეები. 

ფესტივალი ადგილობრივი კულტურის, ფოლკლორისა და სამთო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ,,საზოგადოება ჭვანელის“ ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 2012 წელს დაფუძნდა, როდესაც სოფელ ჭვანას მცხოვრებლებმა მე-18 საუკუნეში აჭარიდან გატანილი ჯვარი გურიიდან შუახევის მუნიციპალიტეტში ფეხით გადმოაბრძანეს.
ღონისძიებაზე წელს ტრადიციულად გაიმართა ადგილობრივების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისა და ფოლკლორული ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა, მოწყო ლაშქრობა მთის მწვერვალზე, იქ, სადაც ქვაზე ჯვრის ფორმა ბუნებრივადაა გამოსახული.
ფოკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ ყოველწლიურად 28 აგვისტოს, წმიდა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს იმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4196
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები