ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში
20 აგვისტო 2018
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

ორშაბათის ტრადიციული შეხვედრის ფორმატში მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოსახლეობისგან პირადად მოისმინეს ის მოსაზრებები და პრობლემები, რაც აწუხებთ კონკრეტულ უბანში.
როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, მოსახლეობას ძირითადად ყოფითი პრობლემები აწუხებს, ისეთი როგორიცაა წყლის, კანალიზაციის, გარეგანათების, შიდა გზების, სოციალური თუ დასაქმების.
აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად კი საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, რასაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კონკრეტული პროგრამებითა და პროექტებით ეტაპობრივად უზრუნველყოფენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3028
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები