2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ბონი-გოროდოკის მოსახლეობას მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა მგელაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა.
ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები არსებულ ვითარებას გაეცნენ და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს. შეხვდრაზე რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა; ე.წ. შანხაის დასახლებაში ავარიული, ბარაკული ტიპის სახლები.
აღნიშნულ უბანში მწვავედ დგას გარევაჭრობის საკითხები. კონკრეტულად, მაიაკოვსკის ქუჩის გასწვრივ, სადაც შეზღუდულია სავალი ნაწილი, რაც მოსახლეობას ხელს უშლის გადაადგილებაში, რამდენიმე ქუჩაზე ასევე, გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებასთან.
როგორც შეხვდრაზე ითქვა, ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებულია 18 ქუჩის, ჩიხისა და შესახვევის რეაბილიტაცია და დაწყებულია მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობა, რომელიც შემდეგ წელს დასრულდება.ხოლო ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ხანგრძლივ დროს, დაპროექტებასა და ბიუჯეტში თანხის გამოყოფას მოითხოვს, მომდევნო წლისთვის იქნება გათვალისწინებული.