ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საბავშვო ბაღებში ჯგუფები კანონის შესაბამისად დაკომპლექტდება
27 ივლისი 2018
 

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე მიღებული განკარულებით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 

კერძოდ:
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვთა ჯგუფები დაკომპლექტდება არაუმეტეს 25 ბავშვისა, 3-დან 4-წლამდე, 4-დან 5-წლამდე ასაკის და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფები - არაუმეტეს 30 ბავშვისა.
ამასთან, თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობა 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფებში იქნება 1:13-ზე თანაფარდობით, ხოლო 3-დან 4-წლამდე, 4-დან 5-წლამდე ასაკის და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფებში - 1:15-ზე თანაფარდობით.
ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ სხდომაზე საკითხის წარდგენისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა შექმნას ხელსაყრელი გარემო თანამედროვე, ხარისხიანი, აღსაზრდელებზე ორიენტირებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებისთვის და ბავშვების საკოლო მზაობისთვის.
მისი ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ქ. ბათუმში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და დამატებით 1300-მდე აღსაზრდელს მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა ამ მუნიციპალური მომსახურებით: „ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფუნქციონირებს 32 მუნიციპალური საბავშვო ბაღი, ბაღებში აღსაზრდელთა ზღვრული რაოდენობა შეადგენს 7 825-ს, ჯგუფების საერთო რაოდენობა კი - 225-ს. თითოეულ ჯგუფს ემსახურება 2 აღმზრდელი და 1 აღმზრდელის თანაშემწე. ვინაიდან მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა საბავშვო ბაღების რეალურ შესაძლებლობებს, 2013 წლიდან ბათუმის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, თითოეული საბავშვო ბაღის საამღზრდელო ჯგუფებში აღსაზრდელთა მაქსიმალური რაოდენობა, როგორც დროებითი ღონისძიება, განისაზღვრა არაუმეტეს 35 აღსაზრდელით. თუმცა, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან გამოწვევად და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“.
მერაბ ქიძინიძის განცხადებით, „არსებული რეალობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აკისრია ვალდებულება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები დააკომპლექტოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მაქსიმალური ოდენობების გათვალისწინებით ამავე კანონით დადგენილ ვადებში. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო აღმზრდელ პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად სამოქმედო გეგმის დამტკიცება“.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2848
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები