2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრი მიხეილ ართმელაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გამართულ დასაქმების ფორუმს დაესწრნენ.
დასაქმების ფორუმზე 35-მდე დამსაქმებელი შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიებით ჩაერთო. ვაკანსიები მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დროის მცირე მონაკვეთში, დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.