ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
,,ბათუმის მერიის თასი 2018“
10 ივლისი 2018
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის „ბათუმის მერიის თასი 2018“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ბათუმის მერიის თასი 2018“ პირველ ივლისს გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში 10 დამოუკიდებელი ტურნირი გაიმართა. ყველა ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.
ფესტივალში 21 ქვეყნის 400-მდე მაღალი რანგის მოჭადრაკე ასპარეზობდა. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს სხვადასხვა ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი ესტუმრა.
ტურნირი ბათუმის მერიის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და საჭადრაკო კლუბ ,,ნონას“ ორგანიზებით მე-4 წელია იმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3250
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები