ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯავახიშვილის უბანში
10 ივლისი 2018
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ჯავახიშვილის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა ანდრიაძე ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ლადო ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩებზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სანიაღვრე და საკანალიზაციო მილების მონტაჟი, გარე განათების ბოძების მოწყობა, ქვაფენილების, ბაზალტის ბორდიურების, დეკორატიული ფილებისა და კორდის დაგება, ასევე მომზადდა საფუძველი ასფალტის საფარის დასაგებად. პროექტის ღირებულება 1 144 072, 78 ლარს შეადგენს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3362
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები