2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, დადგენილების პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
კერძოდ, ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახული იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის თანხა. ასევე, საკუთარი შემოსავლების, ელექტრონული ტენდერების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე გათვალისწინებული იქნება ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება. მათ შორის:
- განხორციელდება შპს „ბათუმის წყალის“ კაპიტალის ზრდა, ქალაქის რეაბილიტირებულ უბნებში ეზოების ქსელის კანალიზაციის სისტემის ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით;
- ახალის სასწავლო წლისათვის მომზადების მიზნით, განხორციელდება საბავშვო ბაღების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და აღსაზრდელებისათვის სათამაშოების შეძენა;
- მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაიწყება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვის-ცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა - საწყის ეტაპზე ორი ახალი სერვის-ცენტრის შენობის მშენებლობა;
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 1,420.6 ათასი ლარით იზრდება. მათ შორის:
- სპეციალური ტრანსფერით - 520.6 ათასი ლარით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით;
- სხვა შემოსავლებით - 900.0 ათასი ლარით, რომლის მობილიზება მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან დივიდენდის სახით არის დაგეგმილი.
დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 1,471.9 ათასი ლარით იზრდება.
კომისიამ ასევე იმსჯელა, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის თაობაზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების თაობაზე.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებზე საკრებულო ხვალ მორიგ სხდომაზე იმჯელებს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა,